LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებთან ერთად ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ

62
124042035-387524325733581-1157303445519168277-n

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები ცესკოსთან გადაინაცვლებენ. ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა.

„8 საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომ წამოსულიყო კომპრომისზე. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე. ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციას და კობახიძე-თალაკვაძეს შორის და ბოლო ინფორმაცია არის, ხვალ იქნებ დაველაპარაკოთო.

სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს არანაირი ჰიპოტეტური დაპირებისა, არ სჯერა.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამას სჭირდება ახლა აღსრულება – ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. ჩვენ ახლა ყველამ ერთად, ვინც ვართ და ძალიან ბევრნი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და იქ დავრჩეთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას – ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები“, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები