LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის გადაჯგუფებები კომიკურ თამაშს ემსგავსება – ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ და ხალხს არ ელაპარაკებიან: გია ხუხაშვილი ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასა და პრაიმერიზზე

85
გია ხუხაშვილი

„ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაერთიანება, პრაიმერიზი თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტის დატოვება“ – აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

მისი განცხადებით, „ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფება-გადმოჯგუფებები კომიკურ თამაშს ჰგავს“.

ხუხაშვილის განცხადებით, „ოპოზიციის მთავარ პრობლემას ელექტორალური ბაზის არარსებობა წარმოადგენს, რომელმაც მათი პოლიტიკური წარმატება უნდა უზრუნველყოს“. ამისათვის პოლიტოლოგი თვლის, რომ მათ ხალხთან უნდა დაამყარონ კომუნიკაცია.

„ახალი სატყუარაა, უნდათ პრაიმერიზები ატარონ და უნდათ ყირაზე გადავიდნენ“ – მმართველი გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“ და „დროას“ ინიციატივაზე

„მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ პროცესებს, საარჩევნო გაგებით ვერ დავარქმევ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური პროცესი დგას დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხის არჩევანზე, ანუ ელექტორალურ ბაზაზე. როდესაც ელექტორალური ბაზა არ გაგაჩნია, ფაქტობრივად, პულსი არც თუ კარგად გესინჯება, ამ დროს ეს გადაჯგუფება-გადმოჯგუფებები, დაშლები, კომიკურ თამაშს ემსგავსება და მეტი არაფერი. ნული ასზე რომ გაამრავლო მაინც ნული იქნება. 

ჩვენ პოლიტიკურ ელიტას წარმოუდგენია, რომ საარჩევნო პრობლემა წყდება მათი, რაღაც კონფიგურაციების მოფიქრებით. არ იძლევა რეალურად ეს ყველაფერი სინერგიას. მთავარი პრობლემა ოპოზიციის ის კი არ არის, რომელ ჯგუფში ვინ იქნება და როგორ დალაგდებიან, მთავარი პრობლემაა ის, რომ მათ არ აქვთ ელექტორალური ბაზა, რომელმაც მათი პოლიტიკური წარმატება უნდა უზრუნველყოს.

ვაშაძე: ყველა, ვინც პრაიმერიზს ეწინააღმდეგება, არის კულუარების მომხრე – ვიღაცასთან წავიდეს, ვიღაცასთან ჩააწყოს, ვიღაცასთან დალაგდეს, ჩვენ ეს არ გვინდა

ელექტორალური ბაზის გასაზრდელად, ანუ ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ და ხალხს არ ელაპარაკებიან. მათ ჰგონიათ, რომ კლუბური შეკრებებით და გენიალური იდეებით გავლენ ფონს და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა მისცეს ხმა. ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე? სრული აბსურდია ეს ყველაფერი. პოლიტიკური კლასი არის ყველაფრისგან დაცლილი.

ნაცვლად იმისა, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნონ, ელაპარაკონ მათ და მათი მხარდაჭერა მოიპოვონ, დაარწმუნონ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უკეთესი მომავალი და მმართველობა იქნება, ამ მიმართულებით არცერთ ნაბიჯს არ დგამენ. სხედან, საუბრობენ, შემდეგ ერთმანეთს და ხელისუფლებას ეჩხუბებიან და ჰგონიათ, რომ ასე წყდება პრობლემა.

ხელისუფლებას, რომ ცუდად აქვს საქმე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ნდობა და თქვენი საქმე კარგად არის. თქვენი საქმე კარგად იქნება ერთადერთ შემთხვევაში – თუ ხალხს დაელაპარაკებით. ამ შემთხვევაში ექნება აზრი ბლოკებსაც, გაერთიანებებსაც, დაშლასაც და ყველაფერს და არა თითო კაციანი პარტიები, რომ შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, რომ მოდი ჩვენ ერთად ვიყოთ, მთას აქედან იქით გადავდგამთ, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი.

ვიხილავთ, რაღაც სრულ აბსურდს, რასაც რეალურ პოლიტიკურ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება პრაიმერიზს. როდესაც პრაიმერიზს ატარებენ თითო კაციანი პარტიები, ამ პრაიმერიზში, ხალხმა ხომ უნდა მიიღოს მონაწილეობა. პრობლემა იმაშია, რომ ეს ხალხს არ აინტერესებს.

ხალხია ძალაუფლების წყარო. ხალხი თავის ცხოვრებით ცხოვრობს და პოლიტიკური ელიტა თავის თამაშებშია გართული“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები