LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციას აქვს უდიდესი რესურსი სრულიად კანონიერად, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პარალიზება მოახდინოს: ალექსანდრე რაქვიაშვილი

47
ალექსანდრე რაქვიაშვილი

„ოპოზიციას აქვს უდიდესი რესურსი პარლამენტში აქტიურობით სრულიად კანონიერად, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პარალიზება მოახდინოს,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩი“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის აზრით, ერთადერთი, რაზეც „ქართულ ოცნებას“ ახლა გათვლა არ აქვს, ეს არის ის, რომ ოპოზიცია აქტიური იქნება და შეტევაზე გადავა.

„გათვლა აქვს იმაზე, რომ იქნება ბოიკოტი, გაქცევა, გაბუტვა, რასაც ოპოზიცია მთელი ეს პერიოდი აკეთებდა. ეს გათვლილი ექნება „ქართულ ოცნებას,“ ამიტომ საპასუხოდ ჩვენ სრულიად სხვანაირი ტაქტიკა შეიძლება ავირჩიოთ და ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია ოპოზიციისთვის და იმედია, ეს გახდება განხილვის საკითხი.

არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს: მამუკა ხაზარაძე

„ქართული ოცნება“ დღეში ასამდე კანონს იღებს ხოლმე, ყველა მათგანზე შეიძლება დასვა სამწუთიანი კითხვა, გქონდეს 15 წუთიანი გამოსვლა. ფაქტობრივად, იქამდე შეიძლება მიიყვანო, რომ 100 კანონიდან თუ ერთი გაიტანა კვირაში, ესეც დიდი მიღწევა იქნება.

ეს უნდა გაგრძელდეს არჩევნებამდე და ეს იქნება ჩვენი ძალა, თუ „ქართული ოცნება“ აიღებს 43 პროცენტზე ნაკლებს და არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, პარალიზება გაგრძელდება და მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ხალხის მეშვეობით უნდა მოვუწყოთ „ოცნებას“ სასამართლო! სხვა შემთხვევაში იმ ერთადერთსაც დავკარგავთ, რაც გაგვაჩნია – დამოუკიდებლობას დავკარგავთ: დავით ჭიჭინაძე