LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ გახარიას გონებრივი შესაძლებლობები დაუწუნა – პრემიერის გამოსვლის მთავარი ფრაგმენტები

156
გახარია

გიორგი გახარიას პარლამენტში დღევანდელი გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციამ მწვავე შეკითხვებს მწვავე შეფასებები მოაყოა. ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიმა პრემიერს გონებრივი შესაძლელობები დაუწუნა და თქვა, რომ მათ შორის ეს განსხვავებაცაა.

„ საშემოსავლოს ხალხს შეუმცირებთ? თუ ეგ საშემოსავლო ხალხისთვის ტვირთი არ არის? და ბოლოს გავრილოვზე. ერთხელ მაინც გვითხარით, დაფიცებული გაქვთ ხატზე? თუ რატომ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ ხვალ საქართელოს მტერს ქვეყანაში არ შემოუშვებთ. რაც შეეხება მორალს 20 ივნისის ამბებზე შემდეგ გამოსვლაში მოგახსენებთ და ჩვენთვის ბოდიშის მოხდას გაიძულებთ. ისე მინდა გითხრათ, რომ მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის“,-მიმართა ბოკერიამ პრემიერს.

გიორგი გახარიამ კი ოპოზიციის კრიტიკა და შეფასებები , როგორც ჩანს, ნერვიულობად ჩათვალა და ოპონენტებს ურჩია, ცოტა თავს გაფრთხილებოდნენ.

“აი, თქვენს თავს იბრაზებთ, რაღაცაზე ბრაზდებით, კინაღამ შარვლიდან ამოხტით, დაწყნარდით, დამშვიდდით, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, გიპასუხებთ” – მიმართა გახარიამ ოპოზიციის წევრებს. მისი თქმით, ამ ყველაფერს ოპონენტები ისტერიკამდე მიჰყავს.

“ინსტინქტებით მართული ხდებით და ამ ინსტინქტებს ისტერიკამდე მიყავხართ და გაუფრთხილდით თავს ცოტა, კაცო” – თქვა გახარიამ. 

მანამდე კი პრემიერი ტყუილში დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ და კორონაპანდემიის შემდეგ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები შეახსენა. გახარიამ კი პირობა დადო, რომ ყველა ადამიანთან მივლენ და დაეხმარებიან.