LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის – წავა თუ არა დათმობაზე “ქართული ოცნება”

143
ოპოზიცია

ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის ემზადება. სპოზიციები კვლავ უცვლელია, ოპოზიცია ხელისუფლებისგან დათმობას ელის.

გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს კომპრომისზე წასვლა მოუწევს, მიზეზად ამომრჩევლისა და პარტნიორების ხისტ პოზიციებს ასახელებენ.

ისინი ფიქრობენ, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნაზეა, რომელიც მალე იტყვის, არის თუ არა კონსტიტუციური ოპოზიციის გერმანული ინიციატივა.
ოპოზიციაში თვლიან, რომ მეტი კონსტრუქციულობით პოლიტიკური პარტიები გამოირჩევიან და ამ მიდგომით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას, იმ შემთხვევაშიც, თუ პროცესები კვლავ პიკეტირებამდე მივა.

ოპოზიციისგან განსხვავებულ დღის წესრიგზე მიუთითებენ ხელისუფლებაში, სადაც დღეს აღნიშნეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის რესურსი მმართველ გუნდს არ გააჩნია, არსებული რესურსით კი ახალი ინიციატივა ოპონენტებს უკვე შესთავაზეს. 100 მანდატის პროპორციულით, 50-ის კი მაჟორიტარული წესით შერჩევის იდეაზე ახლა “ოცნება” ოპონენტების ოფიციალურ პასუხს ელოდება.

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მე-5-ე რაუნდი იანვრის პირველ ნახევარში შედგება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები