LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის წარდგენას აპირებს

79
12e336d4e178552d088eb5d1efa1f745

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის წარდგენას აპირებს.

გვარამია შემდეგი შენ იქნები… ბრძოლა გრძელდება – უგულავა განყოფილებაში წავიდა

“შევთანხმდით იმაზე, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, მაქსიმალურ რაოდენობაში უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ამ ოლიგარქიულ რეჟიმს, უკვე ძირში გამომპალს მოვიშორებთ თავიდან. ყველას ესმის, რომ დათმობის, კომპრომისის და შეთანხმების გარეშე ჩვენ ამ კორუფციონერების ხროვას, რომელიც საქართველოს მოაჯდა თავზე და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მომავალს პარავს, ამის გარეშე მათი დამარცხება შეუძლებელია,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მარგველაშვილი: “უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტმატიმარია”

ამასთან, “ლელო” საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით გადაწყევტილება არ მიუღია. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა:

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ამ წუთას ჩვენ ჩვენი გეგმით ვვითარდებით, “ლელოს” პარტიული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“შესაძლოა, ეს იყოს პირდაპირი ნაბიჯი რუსეთისაკენ და რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი აიღოს” – რატომ გაუშვეს უგულავა ციხეში მეორედ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები