LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Opera Management-ი ახალი წლის დღეებში რამდენიმე საინტერესო და მასშტაბურ ღონისძიებას გვთავაზობს

193
80539360-2620874698005064-3161998392679202816-o

საპროდიუსერო კომპანია Opera Management-ი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მაღალი კლასის სასტუმროებში რამდენიმე საინტერესო და მასშტაბურ ღონისძიებას გვთავაზობს.

Opera Management-ის ორგანიზებით Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ში ახალი წლის ღამეს სტუმრების ჯადოსნურ საახალწლო განწყობაზე დათუნა სირბილაძე და ანსამბლი “შვიდკაცა” იზრუნებს.

საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბერს გაიმართება და 3 საათს გაგრძელდება.

Opera Management-ს ორგანიზებითვე გაიმართება Sheraton Grand Metechi Tbilisi Palace-ში ლელა წურწუმიასა და ზუკა ხუციშვილის ბენდის კონცერტი. საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბერს ღამის 11 საათიდან დაიწყება.

კონცერტის დასასრულს საახალწლო პრიზების გარდა სტუმრების ენერგიულ განწყობაზე დიჯეი იზრუნებს.

ღონისძიების გახსნა: 23:00 საათიდან
პროგრამის დასაწყისი: 01:00 საათზე

Opera Management-ი კიდევ ერთ გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებას Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate გთავაზობთ.

აქ 2020 წელს სტეფანესთან ერთად შევხვდებით. სპეციალური შეთავაზება 2 დღიან დაუვიწყარ დღეს გულისხმობს, რომელიც 31 დეკემბერს 19 საათიდან დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები