LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის გამო უკრაინა 1 მილიონზე მეტმა ბავშვმა დატოვა

117
Capture

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად, ომის გამო უკრაინა 1 მილიონზე მეტმა ბავშვმა დატოვა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, უკრაინელების უმეტესობა ოჯახებთან ერთად გაიქცა პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში.

“გაქცეული ბავშვების რიცხვი შემაძრწუნებელია, რაც ცხადყოფს, თუ რამდენად სასოწარკვეთილი გახდა უკრაინაში ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობა. ეს გულსატკენია”, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და რეგიონულმა დირექტორმა, აფშან ხანმა.

პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაეროს ბავშვთა ფონდი ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინის 5 სხვადასხვა რეგიონში, 22 საავადმყოფოს მედიკამენტებით მოამარაგებს და 20 000 ბავშვს და დედას დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები