შვეიცარია, უკრაინასთან ერთად, 4-5 ივლისს უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციას (URC 2022) ლუგანოში უმასპინძლებს.

მედიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ათობით ქვეყნის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლიდიმირ ზელენსკი.

ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენას, სავარაუდოდ, ასობით მილიარდი დოლარი დასჭირდება, რაც დიდი ინვესტიციების განხორციელებას მოითხოვს.

კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით, შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი თითქმის 104 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს, უკრაინის ეკონომიკამ კი 600 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი განიცადა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები