LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონი“ არ აღმოჩნდა ისეთი უსაფრთხო, როგორც თავიდან გვეგონა – ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ორსული რეანიმაციაშია მოთავსებული

634
ბოკერია

ბოკერიას კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა კვლავ მაღალია.

როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 29 ორსული მკურნალობს.

„ამ ეტაპზე, სამეანო განყოფილებაში 29 პაციენტია, 2 კი რეანიმაციაში. ადგილები არის, ადრე პალატაში ადრე საწოლების დამატება გვჭირდებოდა, ახლა ამის საჭიროება არაა“,- აღნიშნავენ ბოკერიას კლინიკაში.

მათივე ინფორმაციით, ორივე კოვიდინფიცირებული ორსული, რომელიც ბოკერიას კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება, მესამე ტრიმესტრშია.

„ ერთ-ერთი მათგანი ხელოვნურ სუნთქვაზეა. სამწუხაროდ, სწორედ, მესამე ტრიმესტრში მიმდინარეობს ხოლმე კორონავირუსით ინფიცირება რთულად.

„ომიკრონი“ არ აღმოჩნდა ისეთი  უსაფრთხო, როგორც თავიდან გვეგონა. რაოდენობრივად უფრო ნაკლები ხვდება რეანიმაციაში, მაგრამ ვისთანაც რთულდება, მათთან ფილტვის დაზიანება მძიმდება ხოლმე. აბსოლუტური რიცხვი მძიმე შემთხვევების არ დაკლებულა. გვინდოდა, დაეკლო, მაგრამ ასე არ მოხდა“. – განაცხადა „ფორტუნასთან“ ბოკერიას კლინიკის რეანიმაციის ხელმძღვანელმა ნიკა რთველიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არც ერთი კოვიდინფიცირებული ორსული, რომელიც რეანიმაციაშია, ვაქცინირებული არ არის.

პოპულალურები