LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომარ ნიშნიანიძის „არგო“ რიონში გასაშვებად ემზადება (ფოტო)

343
არგოო

“ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ გემის მშენებლობა თითქმის დაასრულა. ყოფილი დეპუტატი „არგოს“ გაშვებას მდინარე რიონში 2 ივნისს გეგმავს.

გეგმის მიხედვით, გემი ფოთიდან გამოემგზავრება, რომელსაც თან გამოყვება იასონის გაცოცხლებული პერსონაჟი, ვანში კი “არგოს” კოლხეთის მეფე, აიეტი და მისი ასული მედეა დახვდება.

ნიშნიანიძე ამბობს, რომ მისი მიზანი კოლხეთის ისტორიის გაცოცხლებაა.

თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, “არგოს” მშენებლობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს ქუთაისში, მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს. დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები