LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური პარამეტრების აუზები ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც გაიხსნება

179
68926231-1414867031984530-6577454006770073600-o

თბილისთან ერთად ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში დაგვემატება ოლიმპიური პარამეტრების აუზები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიბრუნებთ იმ დიდებას, რაც წყალბურთში ქართველ ერს ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროპის ჩემპიონატი გახსნა და საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებს რუმინეთთან პირველ შეხვედრაში გამარჯვება მიულოცა.

„მიხარია, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირი ტარდება. მე ძალიან მიყვარს წყალბურთი, სპორტის ეს ულამაზესი სახეობა. ჩვენ დიდი ტრადიციები გვაქვს წყალბურთში. არსებობდა გარკვეული ჩავარდნა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი თაობა მოდის. ჩვენი ვალდებულებაა, კიდევ უფრო განვავითაროთ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამ ახალგაზრდებში ჩვენ ვხედავთ მსოფლიო წყალბურთის მომავალ ვარსკვლავებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერმა წყალბურთელებთან ერთად წარმატებული ასპარეზობა მიულოცა ქართველ მოკრივეებს, რომლებმაც შვიდი ოქროს მედალი მოიპოვეს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ფენომენალური შედეგია.

პრემიერ-მინისტრმა მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტულ ფედერაციებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

თბილისის ოლიმპიური საცურაო აუზი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს 18 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში ევროპის 16 უძლიერესი ნაკრები მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები