LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია საქართველოს შესაძლებლობებს სწავლობს

69
85150240-523071314986739-6513434929357914112-n

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია ეწვია. ვიზიტის მიზანია, კომისიის წევრებმა ადგილზე  დაათვალიერონ და შემდგომ შეაფასონ, ქვეყნის შესაძლებლობა, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად. ეს იქნება გადამწყვეტი შეფასება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს მთავრობის წარმომადგნლბთან.

6 თებერვალს კი კომისია ბაკურიანს ეწვია, სადაც ადგილზე დაათვალიერეს ფესტივალის/შეჯიბრებების პოტენციურ ლოკაციები და საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბაგიროები. კომისია გაეცნო ბაკურიანში ოლიმპიური სოფლისთვის შესაძლო ვარიანტებს. ასევე მათ მოისმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ მომზადებული პრეზენტაცია, არსებული და სამომავლო გეგმები  და პერსპექტივები.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დირექტორი, დელეგაციის ხელმძღვანელი პიტერ ბრული; საბერძნეთის წარმომადგენელი სტრატოს კარეტოსი და აზერბაიჯანელი აზერ ალიევი.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა, რომლის მასპინძლობაც  ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც  ტურიზმის განვითარების, ასევე საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდის კუთხით.

საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი გასულ წელს გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას უკვე აქვს ამ ტიპის და მასშტაბის ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება, მათ შორის 2015 წელს, როცა თბილისმა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები