LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალი ქართველ ქირურგს 2008 წლის ომში მონაწილეობას ედავება

790
პპპ

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ქირურგის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ, ოკუპირებული ცხინვალი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მან აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ქართულ-ოსურ კონფლიქტში. სეპარატისტული რეჟიმის უწყების განმარტებით, გაფრინდაშვილი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი და როგორც სამხედრო ექიმი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში.

„9 ნოემბერს, 1961 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, ლენინგორსკის რაიონის სოფელ ორჩოსანთან ახლოს. რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურმა დაადგინა, რომ გაფრინდაშვილი სპეციალურად ჩამოდიოდა თბილისიდან სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ქართულ სოფელში, რის შემდეგაც მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს  წინასწარი გამოძიების ვადით – ორი თვის ვადით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა“ – წერია განმარტებაში.

 

ოკუპირებული ცხინვალი განმარტებით, რუსი მესაზღვრეები იცავენ სამხრეთ ოსეთის საზღვრებს. მათივე განმარტებით, სამხრეთ ოსეთში საზღვრის დარღვევისთვის 40 პირი დააკავეს ორ კვირაში.

რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება – ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებზე

„კგბ-ს ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბრიდან ადგილი აქვს დანაშაულების რაოდენობის ზრდას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევასთან. ასე რომ, თვის დასაწყისიდან სასაზღვრო სამსახურმა დააკავა 40 დამრღვევი. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარღვევების მზარდი შემთხვევები დაკავშირებულია ქართული პოლიციის უკანონო ქმედებებთან საზღვრისპირა სოფლებში“, – ნთქვამია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედიასაშუალება ავრცელებს.

მამა არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და საზღვარი გადაკვეთა – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები