ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. დე ფაქტო მთავრობის ე.წ. კანონმდებლობის 18 მუხლის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. რამდენიმე წუთის წინ ე.წ. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა. თამაზ გოგიას განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

აქვე ნათქვამია, რომ ასლან ბჟანიამ ამომრჩეველთა 56,5% ხმა მიიღო. რაც შეეხება პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს არტურ არძიმბას, მან დამარცხება გუშინ დღის ბოლოს აღიარა და ბჟანიას გამარჯვება მიულოცა.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშლება? – რატომ მოწამლეს ბჟანია მეორედ

აფხაზური მედიის ცნობით, საარჩევნო უბნები განთავსებული იყო მთელი რეგიონის მასშტაბით. ასევე უბნები გახსნილი იყო რუსეთის ფედერაციაში, რათა აფხაზეთის მოსახლეობას, ვინც რუსეთში დროებით იმყოფება, შესაძლებლობა ჰქონოდა არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ე.წ. საზღვარგარეთ მიღებულ მონაცემებს, დე ფაქტო ხელისუფლების საარჩევნო კომისია დღის ბოლომდე დაითვლის. ე.წ. სახელისუფლებო პირებზე დაყრდნობით აფხაზური მედია წერს, რომ საზღვარგარეთ მიღებული ხმები რეგიონში ბჟანიას მიერ მოპოვებულ ამომრჩეველთა რიცხვს ვერ შეცვლის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05