LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

119
gali
კიდევ ერთი დაკავებული ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით – გალის რაიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ალექსანდრე კაპანაძე დააკავეს. სუსში ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

„ვადასტურებთ, უკანონო დაკავების ფაქტს. მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა“,-აცხადებენ სუს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები