LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა ახალი სოფლები აირჩიეს, სამუშაოები არ ჩერდება, ემზადეთ ომისთვის – რას წერს დავით ქაცარავა

510
დათო (1)

ანტისაოკუპაციო მორაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ახალი მიმართულება აირჩიეს და ახლა უკვე წაღვლი-ჩორჩანას ტყეში მუშაობენ.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდია ოსური მხარე ქართული საგუშაგოების აღებას ითხოვს, თავად კი ბლოკპოსტებს აშენებს. 

ოკუპანტებმა სოფელ წაღვლთან საგუშაგოს მოწყობა დაასრულეს - მოსახლეობა უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

საგუშაგოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით დე ფაქტო ცხინვალის დროშა აღმართეს.

“წაღვლი-ჩორჩანის ტყეში სამუშაოები არ ჩერდება. ოკუპანტებმა ახალი მიმართულება აირჩიეს და საოკუპაციო ხაზის მიმართულება სოფელ ყობის და დოლომიტის საბადოსკენ მიმართეს, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ აბანოში მდებარეობს.

მესამე დღეა, ოკუპანტებმა ეს მიმართულება გააქტიურეს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება კვლავ დუმს და ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ს წევრებისთვის გადაადგილების შეზღუდვების დაწესებას აგრძელებს.

კიდევ ერთი სტრატეგიული სიმაღლე გადასცა ჩვენმა ხელისუფლებამ ოკუპანტებს, ის სიმაღლე და ტერიტორია, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაკარგულა, მაგრამ იკარგება იმ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, რომელიც დაგვპირდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.

მოვიგებთ ომს მშვიდობით? არ მგონია. 

საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს - დევიდ კრამერი

,,თუკი ხელისუფლება დროულად არ გამოფხიზლდება, ქვეყანაში შესაძლოა რუსული ძალების უფრო სერიოზული ტერიტორიული დაწინაურების მოწმენი გავხდეთ''

დათვისთვის არც ბაბაიას ძახილი შველის და მორჩილად ჯარის დაშლა, ჯარისკაცების ჯარიდან გაგდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჯარისკაცი საოკუპაციო ხაზთან მივიდა მშვიდობიანი აქტივისტების გასამხნევებლად, დადებითად არ იმოქმედებს ჯარის მორალურ მდგომარეობაზე.

წაღვლი-ჩორჩანის ტყის რუსებისთვის გადაცემაზე, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვყვირით, მაგრამ რამდენიმე ასეული ადამიანის, 2 ტელევიზიის და ერთი-ორი რადიოსადგურის გარდა თითქმის არავინ რეაგირებს.

ხელისუფლება მედგრად სდუმს და ფეხზე იკიდებს ამ კრიტიკას, მთავარია, რუსებს არ აღიზიანებს და კრემლის დავალებას პირნათლად ასრულებს.
გინდათ მშვიდობა? ემზადეთ ომისთის, – წერს დავით ქაცარავა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები