LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტების გეგმა: ახალგორში ქართველების სახლებში სხვა მოქალაქეებს შეასახლებენ

138
9669891

საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გეგმა – ახალგორში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ქართველების მიერ იძულებით დატოვებულ სახლებს სხვა ოჯახებს გადასცემენ. ამის შესახებ ე.წ. გამგებელმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელისუფლებო მედიას განუცხადა. ვიტალი მამიტოვის თქმით, საუბარია 3 საცხოვრებელ კორპუსზე, რომელშიც 60-მდე ბინაა. მისივე განცხადებით, სახლები უფუნქციოა, რადგან  იქ მაცხოვრებლებმა “საქართველოში გადასვლა გადაწყვიტეს”.

“ყველა ეს ბინა ადმინისტრაციის ბალანსზეა დღეს. თანდათანობით დავიწყებთ მათ გახსნას იმ ადამიანებისთვის, ვისაც საცხოვრებელის გაუმჯობესება სურს, მათ შორის არიან ბავშვთა სახლების უკვე სრულწლოვანი აღსაზრდელები”, – აღნიშნა მამიტოვმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოს ომის შედეგად  150 000 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ.