LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტები 9 მაისს მარიუპოლში “გამარჯვების კარნავალს” გეგმავენ – მარიუპოლის მერის მრჩეველი

124
Untitled design (1)

რუსეთი შესაძლოა უკრაინის განადგურებულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში “გამარჯვების დღის” აღლუმს გეგმავდეს”, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის თანაშემწემ, პეტრო ანდრიუშენკომ “ტელეგრამზე” განაცხადა.

როგორც ანდრიუშენკომ აღნიშნა, აღლუმის გეგმაზე ისიც მეტყველებს, რომ რუს სამხედროებს ქალაქის ცენტრალური უბნის ნაწილის ნანგრევებისგან გასუფთავება დაევალათ:

“კოსტანტინ ივაშჩენკოს, რომლის ქვეშაც მარიუპოლის ტერიტორიის კონტროლია, დაევალა “გაესუფთავებინა ქალაქის ცენტრალური უბნის ნაწილი ნანგრევებისგან და გვამებისგან, რათა უზრუნველყონ აღლუმის ჩატარება 9 მაისს.

ყველა ამ მონაცემის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოკუპანტები გეგმავენ “გამარჯვების კარნავალის” გამართვას მარიუპოლში იმ შემთხვევაში, თუ მათი “სპეციალური ოპერაცია” წარმატებული იქნება”, – განაცხადა მერის მოადგილემ. 

მისივე თქმით, სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ქალაქში არ არის მანქანები ან ხალხი, რომლებიც ახორციელებენ მსგავს ღონისძიებებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუს ოკუპანტებს არ აქვთ კონტროლი ქალაქზე, ისინი მაინც ცდილობენ შექმნან მშვიდობიანი ცხოვრების ილუზია და როგორც შეუძლიათ, მაისის “აღლუმისთვისაც” ემზადებიან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები