ამერიკელმა ოჯახმა შუა გზაზე მილიონი დოლარი იპოვა და ბევრი ფიქრის გარეშე ფულის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება გადაწყვიტა.

შემთხვევა ვირჯინიის შტატში კაროლინას მხარეში მოხდა. ემილი შანცი თავის ოჯახთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც შუა გზაზე რაღაც ტომარა შეამჩნია. სხვა ავტომობილები მას გვერდს უვლიდნენ, ამიტომ ემილიმ ჩათვალა რომ ეს უბრალოდ ნაგავი იყო და მისი შუა გზიდან აღება გადაწყვიტა. შანცებმა ტომარა აიღეს, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი კიდევ ერთი შეამჩნიეს, ისიც აიღეს და ავტომობილის საბარგულში მოათავსეს.

მოგვიანებით მათ აღმოაჩინეს, რომ გზაზე ნაპოვნი ტომრები ფულით იყო გატენილი.

„ტომარაში დაფასოებული დოლარები იდო და ზემოდან მხოლოდ – „ნაღდი ფული“ ეწერა. როდესაც გადავთვალეთ აღმოვაჩინეთ, რომ მთელი გზა საბარგულში მილიონი დოლარი გვქონია“

პატიოსანმა ოჯახმა მომხდარის შესახებ მაშინვე ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა. ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო და მილიონის მფლობელს აქტიურად ეძებენ. ერთ–ერთი ვერსიით ფული საფოსტო სერვისს ეკუთვნის და ის ბანკისკენ მიმავალ გზაზე დაიკარგა. თუმცა როგორ აღმოჩნდა ტომრები მაგისტრალზე – უცნობია.

„ისეთი პატიოსანი ხალხის პოვნა, რომელიც მზადაა გზაზე ნაპოვნი მილიონი დააბრუნოს – ნამდვილი იშვიათობაა“. – აღნიშნა მაიორმა სკოტ მოზერმა.

„ჩვენ ისე მოვიქეცით, როგორც სინდისმა გვიკარნახა, დავაბრუნეთ ის რაც ნამდვილად არ გვეკუთნოდა“ – აღნიშნა ემილიმ.

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05