LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის სიწმინდის დღე – ლევან ვასაძე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა

824
60332229_2296375677122865_8047347134363598848_n

სასულიერო პირები და მოქალაქეების ნაწილი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. “ოჯახის სიწმინდის დღის” მსვლელობაში მონაწილეობდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც.

მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დახვდება და პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც კონცერტი გაიმართება.

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან [ფოტო,ვიდეო]

მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დახვდება

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ პროცესიას წინ აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღვოდა, რომელიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთი კვირის განმავლობაში იმ გზაზე გამოატარეს, რომელიც გადმოცემის მიხედვით საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა.

 

ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები