LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახებს ეს ფართები 1 ლარად გადავეცით, პროგრამა მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება – კახა კალაძე

251
KALADZE

რამდენიმე წუთის წინ თბილისის მერი მუხიანში მივიდა და ადგილობრივებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა.

კახა კალაძემ “ფეიქსბუქ ლაივის” დროს განაცხადა, რომ ეს ოჯახები წლებია აქ ცხოვრობენ და სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ბიუროკრატიული მიზეზების გამო, ფართს ვერ იკანონებდნენ

ბინათმშენებლობით დაზარალებული 183 ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება

თბილისის მერის თქმით, 183-დან 60 ოჯახი თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა.

“ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედიერეთ. ამ წუთას მუხიანში 23 ოჯახს გადავეცით ფართები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანები გახარებულები და ბედნიერები არიან.

რა თქმა უნდა, მათ აქვთ სხვა პრობლემებიც, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი საყოფაცხოვრებო ან სხვა სახის პრობლემა მოვაგვაროთ”, – აცხადებს კალაძე.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კიდევ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი, ვინც ფართებს ჯერ კიდევ ვერ იკანონებს და მერის თქმით, ეს საკითხით უმოკლეს ვადაში მოგვარდება.

როგორც კალაძე განმარტავს, პროგრამა მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ გამგეობებს მიმართონ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები