LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფიციალური ბელგრადი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს

115
ალექსანდარ ვუჩიჩი

ოფიციალური ბელგრადი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს, ვინაიდან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს კოსოვოს კუთვნილების შესახებ სიტუაციის გადაჭრას.

ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა რუსულ ტელეარხ Россия-24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარებას დასავლეთის ქვეყნები არგუმენტად გამოიყენებენ, რათა კოსოვოს დამოუკიდებლობა გაამართლონ.

„ჩვენ რომ დღეს ეს გავაკეთოთ, კოსოვოსთან ანალოგიებს მოგვიყვანენ. გვეტყვიან, რომ ამ პრინციპით კოსოვოც დამოუკიდებელია და ჩვენ არ გვაქვს უფლება კოსოვოზე“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდარ ვუჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ „ეს პოლიტიკური ტაქტიკისა და სტრატეგიის საკითხია და რუსეთთან სიახლოვე კითხვის ქვეშ არ დგება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები