LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდრი ტოტუს 6 საუკეთესო ფილმი

1223
FORTUNA. GE

9 აგვისტოს ფრანგული კინოს ვარსკვლავს ოდრი ტოტუს 44 წელი შეუსრულდა. გთავაზობთ არაჩვეულებრივი მსახიობის ექვს საუკეთესო ფილმს.

 

„ამელი“ (Le Fabuleux Destin d’Amélie Poulain, ჟან-პიერ ჟენე, 2001) – სწორედ რომანტიკულმა კომედიამ მოუტანა ტოტუს მსოფლიო აღიარება, როცა ახალგაზრდა მეოცნებე ქალი – ამელი პულენი განასახიერა და მილიონობით კინომოყვარულის გული დაიპყრო. „ამელიმ“კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემთხვევითობა სულაც არაა შემთხვევითი და თანამედროვე სამყაროშიც მრავლად არიან რომანტიკოსები.

„კოკო დო შანელი“ (Coco avant Chanel, ანა ფონტენი, 2009) – მართალია, უამრავი მსახიობი ცდილობდა შანელის როლის მოპოვებამ, მაგრამ სწორედ ტოტუს გაუმართლა, რომელმაც არაჩვეულებრივად განასახიერა ფრანგი დიზაინერი ახალგაზრდობაში. სხვათაშორის, საუკეთესო კოსტიუმებისთვის ფილმმა „ოსკარის“ პრემია დაიმსახურა.

„უბრალოდ ერთად“ (Ensemble, c’est tout, კლოდ ბერი, 2007) – ეტალონურ ფრანგულ კომედიაში ტოტუს კიდევ ერთმა ვარსკვლავმა გიომ კანემ გაუწია პარტნიორობა. არაჩვეულებრივმა დუეტმა შეყვარებული წყვილი განასახიერა, რომლებიც მხოლოდ ფილმის ფინალში აცნობიერებენ, რომ ერთმანეთისთის არიან შექმნილი.

„საბედისწერო ლამაზმანი“ (Hors de prix, პიერ სალვადორი, 2006) – ტოტუმ ბრწყინვალედ მოირგო გულთამპყრობელი ირენის როლი, რომელიც შეძლებულ მამაკაცებზე „ნადირობს“, თუმცა საბოლოოდ მაინც ღარიბი ახალგაზრდა უყვარდება, რომელიც მისი მოხიბვლას გულწრფელობით ახერხებს.

„ინდიგოსფერი განწყობა“ (. L’Écume des jours, მიშელ გონდრი, 2013) – ფრანგი მწერლის ბორის ვიანის რომანის ეკრანზე გადატანა „ბრწყინვალე გონების მარადიული ნათების“ ავტორმა მიშელ გონდრიმ ითავა, რომელმაც ფანტასტიკურ ფილმს მისთვის ჩვეული სატირა შემატა, მთავარ როლზე კი, ოდრი ტოტუსთან ერთად რონემ დიური მიიწვია.

„ოდისეა“ (L’odyssée, ჟერომ სალი, 2016) – ბიოგრაფიულ დრამაში, რომელიც ჟაკ-ივ კუსტოს უფროსი შვილის რომანის მიხედვით დაიდგა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზღვის პეიზაჟები აღმოჩნდა, ოდრი ტოტუმ კი, ამჯერად ცნობილი ოკეანოლოგის დედა განასახიერა,

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები