LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ოცნებაში” საარჩევნო სიის კანდიდატებს უშიშროება არჩევდა – დავით ზურაბიშვილი

231
zurabishvilidato

“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დავით ზურაბიშვილმა გადაცემა “სირცხვილიაში” განაცხადა, რომ ქართულ ოცნებაში საარჩევნო სიები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დასახელებული კანდიდატებით კომპლექტდებოდა.

“2014 წლისთვის გამოჩნდა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა. ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსია პარტიის შიგნით, უნდა წავსულიყავით თუ არა ოპოზიციაში. მაშინ ვარჩიეთ ერთიანობა და დავრჩით კოალიციაში, რაც იყო შეცდომა. ძალიან მკაფიოდ ჩანდა, როგორ ჩატარდა მაშინ თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ამას ვუყურებდით შიგნიდან.

იყო ასეთი შემთხვევა, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატი უნდა შეარჩიოს სუს-მა, უშიშროებამ და თქვენ ჩაწერეთ თქვენს პარტიაში. როცა ვეუბნებოდით, რომ ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ ნორმალური პროცესი წავიდეს და რატომ უნდა ერეოდეს სუსი პარტიის საქმიანობაში, დიდი ჩხუბი და გარჩევა მოჰყვებოდა ხოლმე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ის ამბობს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ “სუს-ის რჩეულები” სიაში არ ჩააწერინა, თუმცა უშიშროების დასახელებული კადრები მასობრივად არიან საკრებულოებში.

კოალიცია “ქართული ოცნება” 2014 წელს დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”, 2016 წელს კი კოალიცია “რესპუბლიკურმა პარტიამ” დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები