ქართველმა ტრანსგენდერმა, რომელმაც რადიო “თავისუფლებას” ინტერვიუ მისცა და საკუთარ მძიმე ცხოვრებაზე ისაუბრა, ბოლო დღეები კიდევ ერთი სასუბრო თემა შექმნა საქართველოში ამ თემის მძიმე ყოფაზე. შეგახსენებთ, მან მცირე ხნის წინ მერიის წინ თავის დაცვა სცადა. როგორც ამბობს, ახლა ხელები აღარ სტკივა და მალე მოურჩება, მაგრამ ეს არავინ აღარ უნდა გაიმეოროს. 19 წლის ადამიანი, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, აღნიშნავს, რომ მისთვის სხვა ნებისმიერი სამუშაო ხელმისაწვდომი რომ იყოს, სექსმუშაკობას არასდროს დათანხმდებოდა, თუმცა სხვანაირად საკუთარი თავის შენახვას ვერ ახერხებს…

ამ ინტერვიუს ბევრი გამოხმაურება ჰქონდა. მათ შორისაა ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც ვრცელი მოსაზრება გამოაქვეყნა ამ თემაზე:

“ძალიან იშვიათად ვეხმაურები, პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს. იცით, რატომ? მეშინა, საკმაოდ სუსტი ადამიანი ვარ და კრიტიკა და განკიცხვა არ მსიამოვნებს და მძაბავს. აი, რომ ვთქვა ამას ვუჭერ მხარს–მეთქი, სულ მეშინია, ვიღაცებმა არ შემიძულონ… როგორ ტეხავს არა? ვითომ ფრაზები «მე აპოლიტიკური ვარ», სინამდვილეში, გითარგმნით ნიშნავს, არც მწვადი მინდა დავწვა და არც შამფური.

ყოველთვის, როდესაც ვხედავ ადამიანებს, ვინც ღიად გამოთქვამს თავის პოზიციას, დიდი პატივისცემით და თეთრი შურით ვუყურებ. მე არასდროს ტრ…ი არ მყოფნის, ბოლომდე ვთქვა, რასაც ვფიქრობ. ახლა ვუყურე “რადიო თავისუფლებაზე” მადონას ინტერვიუს. და აქამდე თუ მრცხვენოდა ჩემი სირაქლემის პოზიციის, ახლა კიდევ უფრო მეტად შემრცხვა. არადა მე თუ არ ვთქვი, შენ თუ არ თქვი, გამოდის, რომ არავინ იტყვის და მხოლოდ ვინც “უმრავლესობის” აზრს იზიარებს, ის იყბედებს. არადა ეთანხმები, არ ეთანხმები, მოგწონს, არ მოგწონს, ლგბტ საზოგადოება არსებობს, არსებობდა და იარსებებს ყოველთვის, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი. მოგწონთ ეს თუ არა! აუ, ისიც მიტყდება, “ისინი”-ს რომ ვამბობ.. უმცირესობის წარმომადგენლები არიან ისეთივე მოქალაქეები, როგორც ჩვენ. ამ პოსტით ვერაფერს დავამტკიცებ და ვერც შევცვლ, მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ, კარგია, როდესაც ადამიანები მიგვყავს იქამდე, რომ ისინი თავს იწვავენ?იკლავენ?! ანუ ეს ქრისტიანულია?? ეს კარგია??? თუ იქნებ თუ არ მოგვწონს, არ შევეხოთ და არ მოვკლათ მაინცდამაინც?! თვითმკვლელობამდე მიყვანაც ხომ მკვლელობაა, არა? ნეტა შეიცვლება რამე ამ განხრით ოდესმე საქართველოში? თუ ეს ადამიანები მუდამ იქნებიან საშიშროების წინაშე? მოკლედ, მე ძალიან მომხვდა გულზე მადონას ინტერვიუ და მინდა ბედნიერება ვუსურვო, თუ გინდათ გამლანძღეთ… ?️‍?”.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05