LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: “ჩემი მეუღლე დღეში 100-ზე მეტ პაციენტს ნახულობს…”

367
fortnukikoshkelishvilihusbandc

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ექიმი მეუღლის, ბენ ჩეიმის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად ნერვიულობს მისი საქმიანობის გამო. მოგეხსენებათ, აშშ-მ ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთსაც გაუსწრო.

ნუკი წერს:

“ინფიცირებულების რაოდენობით ამერიკამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მე კიდევ გამეღვიძა ცივ ოფლში, იმიტომ, რომ ეს ბიჭი დღეში 100-ზე მეტ პაციენტს ნახულობს…. ❤️❤️❤️ და კიდევ ახერხებს, რომ ყოველ დღე მე მამშვიდოს, მაცინოს და გამამხნევოს… ????”.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე ნუკიმ ვრცელი პოსტი მიუძღვნა მეუღლეს:

“არც პანიკას არ ავყვები და არც არაფერი მსგავსი. გუშინ საღამოს ვისხედით და ვსაუბრობდით, აქ თბილისში, სახლში (იზოლიაციამ გამალოთა და გამასუქა). ვუყურებდი სტატისტიკებს და თითქოს იკლო და გადავწყვიტეთ, რომ ერთი-ორი კვირაც და მორჩება ეს უბედურება. მერე ველაპარაკე ბენს @benjichaim , რომელიც წინა ზოლშია, იბრძვის ყოველ დღე!!! დღეში 100-ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და ყველას სავარაუდო კორონა აქვს.. სანამ მე ვჭიკჭუკებდი ჩემებთან და ვგეგმავდი ამ ყველაფრის დროულ დამთავრებას, მაჩვენებლები შეიცვალა, ამერიკა უკვე მესამე ქვეყანა (ინფიცირულების რაოდენობით) და შესაბამისად, წითელ ზოლშია… არ ვიცი, დავალაგე თუ არა აზრი, ან საერთოდ არის თუ არა რამე აზრი ჩემს პოსტში. უბრალოდ, თქვენ გეუბნებით, ძალიან ვნერვიულობ, ამ დროს მარტივია თავი დაიცვა, ჩაიკეტე სახლში და იყავი ტკბილად, იტიკ ტოკე, იჭორავე, იცინე. იქამდე ვიდრე სახლში ვართ დაცულები ვართ. აი, იმან რა თქვას ვისაც ცხვირი აქვს გახეხილი სათვალის და პირბადისგან?! თქვენ თავსაც საფრთხეში აყენებთ, თქვენ ახლობლებსაც და იმათაც ვინც დარჩა სამსახურში თქვენთვის, მაშინ როცა იღებთ გადაწყვეტილებას მაინც გახვიდეთ სახლიდან!!!

#დარჩისახლში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები