LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძის პირველი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

3629
nuca-buzaladze

ნუცა ბუზალაძის ახალ სიმღერაზე „გელოდები“ გადაღებული კლიპი ტელემაყურებელმა 3 აპრილს, „პრაიმშოუში“ იხილა. მალევე ვიდეორგოლი  მომღერლის ოფიციალურ გვერდზე „იუთუბზე“ აიტვირთა. ის ერთ ღამეში ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.

„გელოდები“ რუსა მორჩილაძის სიმღერაა ირინა სანიკიძის ტექსტზე და ის შევიდა ნუცა ბუზალაძის ახალ სადებიუტო ალბომში „22“. ალბომი „ბრავო რეკორდსმა“ გამოსცა და ის რამდენიმე დღეში ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, ოპერატორი: ლევან აბულაძე, კოსტიუმების ავტორი დიზაინერი ლაშა ჯოხაძე, სამხატვრო დირექტორი: შაკო პოპიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები