LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ წუწუნებთ, მოძებნეთ გამოსავალი – ჯეკი მას რეკომენდაციები

alibaba-group-1

ცნობილი საიტის Alibaba.com-ის დამფუძნებელს, ბიზნესმენს ჯეკი მას ცხოვრებაში ბევრჯერ უთხრეს უარი. მისი მცდელობა მოეძებნა სამსახური, 30-ჯერ უშედეგოდ დასრულდა. მას უარი უთხრეს პოლიციაში მუშაობაზე, ასევე სწრაფი კვების ობიექტში დასაქმებაზე. გარდა ამისა, 10-ჯერ წარდგენილი განაცხადის მიუხედავად, ყოველ ჯერზე უარი მიიღო ჰარვარდში სწავლაზე. დღეს იგი მსოფლიოში ცნობილი მილიონერია და მილიონერების სიაში მე-18 ადგილს იკავებს.

იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ადამიანის საიდუმლო კოდია – ახსოვდეს საკუთარი ოცნებები, რადგან ერთ დღეს ეს ოცნებები შეიძლება ახდეს. როგორც კომპანიის მფლობელისთვის, მისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში მომხმარებელი, შემდგომ თანამშრომელი, რომელიც ნოვაციის შექმნაში მონაწილეობს და ბოლოს აქციონერები.

გთავაზობთ ჯეკი მას 9 რეკომენდაციას:

  1. უარს ხშირად მიიღებ, ამიტომ შეეჩვიე ამას
  2. უარი არ თქვა საკუთარ ოცნებებზე
  3. იაზროვნე კორპორატიული კულტურის გათვალისწინებით
  4. იპოვე ის, რაც შთაგაგონებს
  5. დააიგნორე ისინი, ვისაც შენი არ სჯერა
  6. შეძელი ფოკუსირება მნიშვნელოვანზე
  7. დააყენე კლიენტი პირველ ადგილზე
  8. არ იწუწუნო – მოძებნე გამოსავალი
  9. იყავი საქმის ერთგული

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები