LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – დღეს შსს-სთან აქცია გაიმართება

124
109753941-333325538070058-7159287048672751450-n

დღეს, 22 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია დაანონსდა. მონაწილეები ბოლო პერიოდში ახალგაზრდების ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეებსა და გამოძიების არაეფექტიანობას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეა”.

“ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული გარდაცვალებები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.
დღეს 22 ივლისს, 21:00 საათზე ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე, მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს საკუთარი მოვალეობები არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები”, – აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ აქციის აღწერაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები