LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა“: გიორგი მარგველაშვილი

145
მარგველ

მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, აღდგომის დღესასწაულზე მრევლის მცირე ნაწილი აღდგომის ღამეს ეკლესიაში გატარებას მაინც გეგმავს.

ეპიდოლოგები ამბობენ, რომ ამან შეიძლება ისეთ სპირალში შეგვიყვანოს, საიდანაც ვეღარ გამოვალთ.

მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას ამბობს, რომ ერის გადარენის საიდუმლო კრიზისთან ადაპტაციის უნარშია.

გიორგი მარგველაშვილი “ტვიტერში” კორონავირუსის წესებზე წერს და მათგან თავის დაღწევის გზას გვთავაზობს.

“მცირერიცხოვანი ერის გადარჩენის საიდუმლო კრიზისთან ადაპტაციის უნარშია.

კოვიდის კრიზისი მარტივ წესებს ადგენს:

თავშეყრა – არა;

ერთი ადამიანი – ერთი კოვზი;

სოციალური დისტანცირება;

ზრუნვა გაჭირვებულებზე;

ეს მეცნიერების და საღი აზრის ხმაა. ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა!” – წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები