LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორა კვიციანი გარდაიცვალა

895
Untitled design (2)

ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა.

ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა – “სამაგალითო და, დედა და ქალბატონი”

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნორა კვიციანის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, ნორა კვიციანი ყოფილი პარლამენტარის, ემზარ კვიციანის დაა.

ის მონაზვნად ერთი წლის წინ აღიკვეცა.

ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა, ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და 2012 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

მას მართლმსაჯულება მითვისებას, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას ედავებოდა.

2012 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი ყველა ეპიზოდში გაამართლა. როგორც ხელახალი გამოძიებით დადგინდა, ნორა კვიციანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g