LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოე სულაბერიძე საცოლესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად ახალ ფოტოს აქვეყნებს

10691
noe

საზოგადოებისთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი, რომ ორი პოპულარული სახე, ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი შეყვარებულები არიან. წყვილი დაინიშნა და ამის აღსანიშნავად ერთობლივი ფოტოები „მის საქართველომ“ სოციალურ ქსელში ატვირთა. ასევე განათავსა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორი თეთრი კოსტიუმი ეცვა მისთვის მნიშვნელოვან დღეს…

ცნობილი პროდიუსერი საკუთარი ბედნიერების გადმოსაცემად კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს, სადაც მას ჯანეტი კოცნის.

ჯანეტისა და ნოეს სიყვარულის ამბავი ამ დრომდე დამალული იყო. როგორც ამბობენ, ამის შესახებ ნოე სულაბერიძის ახლობლებმაც ცოტა რამ იცოდნენ. წყვილის ურთიერთობის შესახებ მედიამაც არაფერი იცოდა.

შეგახსენებთ, რომ ნოე აქამდე ორიჯერ იყო დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავს, ბიჭი და გოგონა. მისი მეორე მეუღლე ტელეწამყვანი ეკა სამხარაძე გახლდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები