LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა: “ბევრი ინფიცირებულია, ვისაც სიმპტომი არ აქვს, გთხოვთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს”

1296
BeFunky-collage (4)

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან “ფორტუნას” განუცხადა. მისი თქმით, კოვიდ ინფექცია მეგობრისგან გადაედო, რომელიც ხუთშაბათს ნახა. როგორც ნოდიკომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მეგობარს მაღალი სიცხე ჰქონდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში გადავიდა.

მომღერლს გუშინ, გვიან ღამით ტესტზე პასუხმა სუსტად დადებითი უჩვენა, დღეს კი განმეორებითზე კორონავირუსი დაუდგინდა.

რაც შეეხება სიმპტომებს, მომღერალი აღნიშნავს, რომ მხოლოდ სიცხე აღენიშნება.

“ხუთშაბათს მქონდა კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც შაბათს კორონავირუსი დაუფიქსირდა. პარასკევს, როდესაც მითხრა, რომ ჰქონდა მაღალი სიცხე, გადავედი თვითიზოლაციაში. არავის არ მოუმართავს და არ დაურეკავს.

ჩემს თავზე ნაკლებად ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, რომ გავუმკლავდებოდი, მაგრამ არ მინდოდა სხვისთვის რამე მევნო. იგივე მინდა ვურჩიო ყველას, რომ ძალიან ბევრი არის ინფიცირებული, ვისაც არ აქვს სიმპტომები.

მე სიმპტომები საერთოდ არ მქონდა. გუშინ, მე-5 დღე იყო და ამიტომ დავიბარე ლაბორატორია. როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ სუსტად დადებითიაო, ნერვიულობაზე 37.4 მქონდა სიცხე, მერე, გვიან 37.1.

დღეს დილით, როცა გავიღვიძე ძალიან კარგად ვიყავი. დღესვე, როდესაც მითხრეს, რომ ნამდვილად კოვიდი მაქვს, ცოტა ვინერვიულე და 37.4 მაქვს. მძიმედ არ ვარ.

ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და მოვუწოდებ დაიცვან რეკომენდაციები. გთხოვთ, გაუფრთხილდენ ერთმანეთს” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას ნოდიკო ტატიშვილმა.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღევანდელი რაოდენობა უკვე 700-ს მიუახლოვდა. 680 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისშია გამოვლენილი. მკვეთრი მატებაა იმერეთსა და სამეგრელო ზემო სვანეთში. საგრძნობლად გაიზარდა ინფიცირებული მედიკოსთა რაოდენობა. მარტო დღეს სამედიცინო პერსონალში 54 შემთხვევა გამოვლენილი. ეპიდაფეთქებაა ფოთში მდებარე სამკერვალოში.

მივმართავ ყველას, ვინც კოვიდინფექცია დაამარცხა, ჩააბარონ პლაზმა, ამით სხვის სიცოცხლეს გადაარჩენ: ცერცვაძე

“აჭარა ტექსტილში” 116 თანამშრომელი დაინფიცირდა. ამასთან, ვირუსი დადასტურდა 24-ე, 94-ე, 186-ე და 195-ე საჯარო და ერთ კერძო – “მწვანე სკოლაში. კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო დღეს ახლად გახსნილი ახალი საბავშვო ბაღიც დაიხურა.

ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად არ გვაქვს – გიორგი ჩალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები