სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ ემპოლიში დაგეგმილი ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტი ჩაიშალა, ვინაიდან მხოლოდ 10 ბილეთი გაიყიდა. ეს ინფორმაცია საიტებმაც აიტაცეს. მოგვიანებით ნოდიკო ტატიშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო. კონცერტი შემოდგომისთვის გადაიდო, ვინაიდან ერთ-ერთ თოქშოუს მისი გადაღება სურდა და გაყიდული ბილეთების რაოდენობა ნამდვილად არ ყოფილა ათი.

როგორც ნოდიკომ აღნიშნა:

“SOS❗
მეგობრებო!
არანაირი კონცერტი არ ჩაშლილა!
ერთი ჟურნალისტის გადაუმოწმებელი ინფორმაციით გაჯერებულ სტატიას ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე, რომელიც ეხებოდა ჩემს, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტებს იტალიაში, დიდი გაუგებრობა მოჰყვა სოციალურ ქსელში!

ვიღაცებს კი გაუხარდათ, მაგრამ რა დასანანია, რომ ტყუილად გაგიხარიათ:))
მერე ისიც გავიგეთ, ვის აწყობდა ასეთი აყალ-მაყალის ატეხვა, თუმცა ასეთ ავანტიურისტსა და ინტრიგან ადამიანზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ!

მოკლედ, 14 მაისს ვეწვევით ქალაქ ნეაპოლს, სადაც თეატრ “ტრეანონში” ვიმღერებთ ქართველი ემიგრანტებისთვის! დაინტერესება იმდენად რომ ორგანიზატორები სრულ ანშლაგს გვპირდებიან! ჩვენც დიდი სიხარულით ველით ნეაპოლელ და სალერნოელ ემიგრანტებთან შეხვედრას! რაც შეეხება მეორე ქალაქ – ემპოლის კონცერტს, ემპოლის კონცერტი გაიმართება შემოდგომაზე, რადგანაც ორგანიზატორების სურვილია, რომ ჩვენი გასტროლი მოხდეს ერთ-ერთი თოქ-შოუს ფარგლებში, როგორც ეს მოხდა ჩემი და ნინი ბადურაშვილის ათენში გასტროლოს დროს!
ამიტომ აი, ეს გახლავთ ზუსტი ინფორმაცია, არანაირი კონცერტი არც ჩაშლილა!
P.S ახლა მაინტერესებს ეს საინფორმაციო პორტალები ასეთივე დიდი ენთუზიაზმით გააზიარებენ თუ არა ჩემს სტატუსს, სადაც ასახულია ნამდვილი ინფორმაცია!

ვთხოვ თითოეულ ჟურნალისტს, რომ თუ კი ვინმე ჩემს სახელს ახსენებს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, გადაამოწმოთ ჩემთან და ისე დაბეჭდოთ!

დიდი მადლობა!”

ნოდიკომ, სალომემ და თიკამ ასევე გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც ყველაფერს დეტალურად ხსნიან და ასევე ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ 14 მაისს ნეაპოლში დაგეგმილი მათი კონცერტი არ გადაიდება და ჩვეულებრივად გაიმართება, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციის გამო, გაჩნდა მოსაზრება, რომ ნეაპოლის კონცერტიც გადაიდებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

Nina Nino Salo Bakuradze Tika Makhaldiani Pater Gabrieli

Posted by Nodiko Tatishvili on ორშაბათი, 08 მაისი, 2017

 

გავრცელდა კონცერტების ორგანიზატორის, ნანა კილაძის განცხადებაც, რომელიც ასევე ამბობს, რომ კონცერტი არ ჩაშლილა, უბრალოდ, გადაიტანეს შემოდგომისთვის…

ნინო მურღულია

მსგავსი თემები