ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტმა ნეაპოლში დიდი წარმატებით ჩაიარა. კონცერტი 14 მაისს თეატრში „ტრიანონი“ გაიმართა და უამრავი ადამიანი დაესწრო.

მომღერლები მაყურებლის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგნენ. როგორც ნოდიკომ აღნიშნა, ძალიან ემოციური საღამო შედგა, რომლის ბოლოს ქართველმა მომღერლებმა ბავშვებთან ერთად იმღერეს. ემიგრანტებთან ერთად მათ ბევრი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები