LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში მყოფი მეგან მარკლის გარდერობი 67 ათას ფუნტ სტერლინგად შეფასდა

293
megannews

მეგან მარკლიმ, ნიუ-იორკში ვიზიტისას, თავს უფლება მისცა, ძვირადღირებულ ბრენდებზე გაეკეთებინა არჩევანი. თუ სამეფო ოჯახის წევრის ამპლუაში მას განსაკუთრებულად ევალებოდა პროტოკოლის დაცვა, დღეს მეგანი არჩევანში თავისუფალია. ამიტომ შეუძლია ჩაიცვას ის, რაც უნდა. ნიუ-იორკში პრინც ჰარისთან ერთად ჩასულმა  მეგანმა მოდის ექსპერტებიც კი გააოცა. სწორედ ექსპერტებმა დათვალეს, რომ სამოსისა და სამკაულების ღირებულება, რომელიც მეგანმა ამ სამ დღეში გამოაჩინა, 67 ათასი ფუნტი სტერლინგია.

ყველაზე მეტად აღნიშვნის ღირსია „კარტიეს“ 3200 ფუნტად შეფასებული საათი, „ვალენტინოს“ 3288 ფუნტდ შეფასებული თეთრი პალტო. 11 სექტემბრის მემორიალთან ვიზიტისას სასექსის ჰერცოგინიას 1268 ფუნტის ღირებულების „არმანის“ პალტო ეცვა, „აქუაზურას“ ფეხსაცმელი კი, 615 ფუნტად შეფასდა. გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტისას მეგანს „მაქს მარას“ 3199 ფუნტად შეფასებული პალტო ეცვა, „ვალექსტრას“ ჩანთის ღირებულება კი, 2500 ფუნტია. ყველაზე ეფექტური კი „ლოტო პიანას“ ქაშმირის ბორდოსფერი პალტოა, რომელიც 4274 ფუნტად არის შეფასებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები