დონალდ ტრამპი საცხოვრებელ მისამართს იცვლის. ის ნიუ-იორკს ტოვებს და ფლორიდაში აპირებს გადაბარგებას. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. ამის მიზეზად კი ამბობს- “იმის მიუხედვად, რომ ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ვაბანდებ ამ ქალაქში, შტატში და ადგილობრივ საგადასახადო სამსახურში, მაინც ძალიან ცუდად მექცეოდნენ ქალაქის და შტატის პოლიტიკური ლიდერები.”

ტრამპი “ტვიტერზე” იმასაც წერს, რომ „მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თეთრ სახლში აპირებს დარჩენას.“

„1600 პენსიკავანიის ავენიუ, თეთრი სახლი, ეს არის ადგილი რომელიც მიყვარს და იმედია, აქ დავრჩები მომდევნო ხუთი წლის განმავალობაში, როდესაც ჩვენ ამერიკას ისევ დავუბრუნებთ ძველ დიდებას, მაგრამ ჩემი ოჯახის და ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ფლორიდა გახდება. მე ვაფასებ ნიუ იორკს და ნიუ იორკელ ხალხს, მაგრამ სამწუხაროდ, იმის მიუხედვად, რომ ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ვაბანდებ ამ ქალაქში, შტატში და ადგილობრივ საგადასახადო სამსახურში, მაინც ძალიან ცუდად მექცეოდნენ ქალაქის და შტატის პოლიტიკური ლიდერები. ცოტას თუ ექცეოდნენ ამაზე უარესად. მე არ მსურდა ასეთი გადაყწვეტილების მიღება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც საუკეთესო გამოსავალია ყველასთვის. როგორც პრეზიდენტი, ყოველთვის დავეხმარები ნიუ იორკს და მის შესანიშნავავ მოქალაქეებს. ნიუ იორკს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში“ ,- წერს დონალდ ტრამპი.

მსგავსი თემები