LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის პანსიონის დახურვა არ იგეგმება – საპატრიარქოს იურისტი

80
ქარჩავა

საპატრიარქოს იურისტი ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ედიშერ ქარჩავს განმარტებით, პროცესი კონტროლის ქვეშაა და საქმის ძირითადმა ნაწილმა თბილისში გადმოინაცვლა.

“მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა უწყებებს შორის რათა მიღებულ იქნება ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება. ” – აცხადებს იურისტი

“ერთობლივად მიმდინარეობს იქ სამუშაო ვითარება, რომ შესწავლილი იქნას, ყოველი ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობა, რა არის მისთვის უკეთესი, ოჯახური გარემო, პანსიონში დარჩენა დროებით, თუ სხვა ფორმები.”

სამუშაო ვითარება მთლიანად უკვე გადმოვიდა თბილისში. პანსიონის დახურვა, როგორ ასეთი, არ იგეგმება, თუ რაიმე გადაცდომას წარსულში ადრე ჰქონდა ადგილი, ამას ვსწავლობთ, შევაფასებთ და ყველა გადაცდომისათვის მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,” – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები