LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძე: „საქართველოში ჩატარებული კვლევის პასუხები დაემთხვა გერმანიის პასუხებს!..“

2259
nino-zambaxidze

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაღებულ ფოტოს და ჰყვება ამბავს, რომელიც ბევრს დააინტერესებს.

ნინო ზამბახიძე წერს:

„ეს უნდა მოვყვე, წავედი გერმანიაში ერთი მიზეზის გამო, ექოსკოპიური გამოკვლევების შედეგად საქართველოში მქონდა 4 კლინიკის სხვადასხვა პასუხი, ამიტომ გადავწყვიტე გადამოწმება და წავედი მიუნხენში ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში Klinikum Fürstenfeldbruck, ვერ წარმოიდგენთ, როგორი ამაყი ვიყავი როდესაც გავიგე, რომ ამ კლინიკის განყოფილების გამგე არის ქართველი გიორგი გრიგოლია, უმაგრესი ექიმი და უმაგრესი ადამიანი. სწორედ მან ჩამიტარა გამოკვლევა! მინდა, რომ იცნობდეთ და ამაყობდეთ მისით! <3

P.s ერთი კარგი ამბავი არის ის რომ, „მედიქლაბში“ ექიმ დიმიტრი წვერავას მიერ ჩატარებული კვლევის პასუხი და რეგიონულ ჰოსპიტალში მაკა ქუთათელაძის მიერ გაკეთებული მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხი დაემთხვა გერმანიის პასუხებს!

მეტი კარგი ექიმი ჩვენ ქვეყანას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები