ნინო შუბლაძე ადასტურებს, რომ ,,რუსთავი 2″-ში ბრუნდება. როგორც მან on.ge-ის განუცხადა, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია რა პოზიციაზე იმუშავებს.

რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდგომ, კერძოდ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ, პაატა სალია აცხადებდა, რომ “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება.

ნინო შუბლაძემ აგვისტოს ბოლოს დაადასტურა, რომ რ2-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით შეთავაზება მართლაც მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება – არა.

შეგახსენებთ, საინფორმაციო სამსახურის წინა უფროსი, ნოდარ მელაძე, რ2-ის ახალმა მენეჯმენტმა 20 აგვისტოს დაითხოვა სამსახურიდან.

არ გვჭირდება შიდა ომები – სალია განმარტავს რატომ გაათავისუფლა არხის მთავარი თანამშრომლები

სალიას ამ გადაწყვეტილების შემდეგ ტელევიზია ათეულობით ჟურნალისტმა დატოვა. მათი ნაწილი გადავიდა ნიკა გვარამიას მიერ ახლადდაარსებულ „მთავარ არხზე“.

 

 

მსგავსი თემები