ფოლკლორული ფესტივალი „არტ გენი“ უკვე ტრადიციად იქცა – 17 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი მუსიკალურ ღონისძიებას ისევ უმასპინძლებს. ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.

რაც შეეხება პროგრამას, ის უკვე შედგენილია. ხალხური სიმღერების ანსამბლებთან ერთად, რომლებიც თბილისს სხვადასხვა რეგიონიდან ეწვევა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, რობი კუხიანიძე და „აუთსაიდერი“, „რეგიონი“, „ფრანი“, ნიაზ დიასამიძე, „Asea Sool“, „სუხიშვილები“.

„არტ გენი“ 17 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით გაიმართება. აბონემენტის ფასი 97 ლარი გახლავთ, ცალკეულ დღეებზე დასწრება 17, 22, 29 ლარად იქნება შესაძლებელი.

მსგავსი თემები