LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარიას დღეს პარლამენტში ელოდებიან

103
ერწგტ

პარლამენტში დღეს სახალხო დამცველს ელოდებიან. კანონმდებლები 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ნინო ლომჯარიას ანგარიშს მოისმენენ.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

უმრავლესობის შეკითხვები სახალხო დამცველის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას და პანდემიის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებებს შეეხება.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მათთვის ნინო ლომჯარიას ანგარიშში ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხი იქნება საინტერესო.

“ერთი მხრივ, საკანონმდებლო რეკომენდაციები იქნება ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მეორე ის არა ცალკეული, არამედ სისტემური ხარვეზები, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოში ახასიათებს არაერთ ინსტიტუციას და პრაქტიკაში ადამიანის უფლებები ძალიან დაბალი სტანდარტით არის დაცული მთელი რიგი მიმართულებებით. ამიტომ მნიშვნელოვანი დღეა, სახალხო დამცველის ანგარიში არის კარგი სარკე, რათა სახელმწიფო ინსტიტუციებმა ჩაიხედონ და დაინახონ, სად არის კონკრეტული პრობლემა“, – განაცხადა ფრაქციის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

სახალხო დამცველი პლენარულ სხდომაზე ანგარიშით მომავალ კვირაში წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები