LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია სტრასბურგში გაემგზავრა – სახალხო დამცველი ევროსაბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება

75
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში გაემგზავრა. ნინო ლომჯარია ევროსაბჭოში მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

ომბუდსმენის განცხადებით, ეს იქნება ოფიციალური შეხვედრები და ის დაინტერესებულ პირებს საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას გააცნობს.

მისივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდება 5 ივლისის მოვლენებსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.

“ვგეგმავ, რომ შევხვდე სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტს. ალბათ ინტერესი იქნება საქართველოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების თაობაზეც და მივაწვდი მათ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა გამოძიების მიმართულებით.” – აცხადებს ლომჯარია

ომბუდსმენის განცხადებით, იყო მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც გამოხატული ინტერესი.

“ვიზიტის მიზანია სტრასბურგის ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გავაცნოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მივაწოდოთ მათ განახლებული ინფორმაცია,“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

პოპულალურები