LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: „ნუცას გამოსვლებზე რომ ეწერება თბილისი, საქართველო, ყველა ჯერზე ვღნავი… ეს დიდი ქართული აღიარებაა…“

1135
ნინი-შერმადინი

ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძეს განსაკუთრებულად გულშემატკივრობს. „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მომღერალს ჰკითხა, როგორი გამოხმაურება აქვს აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს შორის ნუცას გამოსვლებს „ამერიკის ვარსკვლავში“:

„მისი თითოეული წარმატება განმაცდევინებს ისეთ სიხარულს, როგორსაც განვიცდიდი საკუთარ თავზე. ვიცნობ, როგორი მიზანდასახული და სუფთა ბავშვია, თავმდაბალი და გულღია. მისი ყველაზე დიდი თვისება უკიდეგანო შრომისმოყვარეობაა. ადამიანის ეს თვისება ადრე თუ გვიან აუცილებლად ფასდება. ეს ქართველების დიდი წარმატებაა, არა მარტო ნუცასი. ეს უნდა გავითავისოთ. თბილისი, საქართველო რომ ეწერება ტიტრებს, ყველაზე ჯერზე ვღნავი, ღაპაღუპით ჩამომდის სიამაყის, განცდის ცრემლები. ყველა ერთ მუშტად ვართ შეკრულები, ჩასაფრებულები ვართ, ვინმემ რამე ცუდი არ დაუწეროს… ეს ძალიან დიდი ქართული აღიარებაა!..“

 

?? ნინი შერმადინის ჩართვა აშშ-დან

?? ” ნუცა ბუზალაძის გამოსვლაზე რომ აწერია თბილისი, საქართველო. მე ყოველ ჯერზე ვტირი…” – ნინი შერმადინის ჩართვა აშშ-დან ?

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on Monday, April 10, 2023

 

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა! – ფეხზე წამომდგარი ჟიური და აღფრთოვანებული დარბაზი: ნახეთ ნუცას საოცარი პერფორმანსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები