ნინი ქარსელაძე მამას, თეკუჩას ემოციური პოსტით გამოემშვიდობა. მომღერალს მამა რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა.

ნინი წერს, რომ ვერ მოახერხა, მამისთვის ერთი სურვილი შეესრულებინა, თუმცა არ აკონკრეტებს, რაზეა საუბარი.

„აი, ასე…. გამომეცალა ყველაზე დიდი ძალა… ჩემი „აპორა” .

წარმოდგენა არ მაქვს, უშენოდ რა უნდა ვქნა.

ჩემო სიცოცხლე და სიყვარულო…

თურმე რამდენი რამ არ მცოდნია შენ შესახებ და ამ 4 დღეში იმდენი გავიგე, მოვისმინე….

დარწმუნებული ვარ, იმ გზასაც, რომელიც ახლა გაქვს გასავლელი, ისე ვაჟკაცურად გაივლი, როგორც აქ გაირე და დატოვე უსაზღვრო სიყვარული…

წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ვიცხოვრო შენ გარეშე. არც ის ვიცი, რა დავწერო… შენნაირები ნამდვილად აღარ იბადებიან…

მადლობა სიყვარულისთვის და ყველაზე დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ამაყად მატარე 28 წელი…

მა, დარწმუნებული ვარ, ოდესმე შევხვდებით და მოგიყვები უშენოდ გატარებულ ყველა წამს და წუთს.

მაპატიე, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი…

ჩემო გულო და იმედო, მიყვარხარ…“

მსგავსი თემები