LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი: „გიორგის ჩემზე ისეთი მესიჯები მისდიოდა, ეუბნებოდნენ, რომ ურჩხული ვიყავი და ჩემგან დროზე გაქცეულიყო“

13460
nini badurashvili

ნინი ბადურაშვილი „ფორტუნა პლუსის“ ეთერში გიგა ბატკუაშვილის გადაცემას სტუმრობდა და ბევრ კითხვას უპასუხა, მათ შორის გავრცელებულ ჭორებს მის რომანებთან დაკავშირებით.

როგორც ნინი აღნიშნა, ერთ-ერთ ბიზნესმენს მასზე ძალიან უსიამოვნო რაღაცებს სწერდნენ.

შენი რომანების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, გვესაუბრე ამის შესახებ და ასევე გვითხარი რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

გიორგის (ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე) ჩემზე ისეთი მესიჯები მისდიოდა, ეუბნებოდნენ, რომ ურჩხული ვიყავი და ჩემგან დროზე გაქცეულიყო. ამ ეტაპზე არაფერია ჩემს პირადში ახალი, არის გარკვეული სიმპათიები, თუმცა სერიოზული არაფერი.

შენ შესახებ არაერთი ჭორი გვსმენია, ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საყვარელი იყავი

ნებისმიერი ინტერვიუ შეიძლება ისე დაასათაურო, რომ დიდი ამბავი ატყდეს. იცით, მე მაინც მწყდება გული იმაზე, რასაც ჩემზე საუბრობენ. ვფიქრობ, რომ არანაირად არ დამიმსახურებია ეს მიდგომა. ამ ყველაფერს რომ არ უპასუხო, არ არის მარტივი. ყოფილა, რომ კატასტროფები წამიკითხავს და არ შემიმჩნევია, მაგრამ გააჩნია შინაგან განწყობას. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე ფონია და ადამიანებს სურთ, სხვაზე ანთხიონ ეს ბოღმა.

ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები