LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილს ძმა ტყუპისცალივით ჰგავს: ჩოგბურთელის ოჯახური ფოტოები

1296
ზმა22

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირად ცხოვრება ბოლო რამდენიმე დღეა ყველასთვის საჯარო გახდა. ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ბასილაშვილი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ საკუთარ სიმართლეს სასამართლოში აუცილებლად დაამტკიცებს.

სასამართლო 16  ივლისს არის ჩანიშნული.

 

ერთმანეთი სოციალური ქსელით ...

სანამ ყველაფერს ნათელი მოეფინება, მოდით, გავიხსენოთ, ქართველი ჩოგბურთელის განვლილი გზა, რომელიც წარმატების საფუძელი გახდა.

ნიკოლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 1992 წლის 23 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში 6 წლი­სამ და­ი­წყო გოგა სან­თე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მანამდე მას  მამა – ნო­დარ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ავარ­ჯი­შებ­და.

12 წლი­სა აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ ვი­ტა­ლი გო­რინ­თან ვარ­ჯი­შობ­და. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი 12-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ამე­რი­კა­ში ორან­ჯბო­ლის ორი ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი იყო.

16 წლის ATF-ის ჭა­ბუკ­თა მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გში 59-ე იყო. 2009 წლი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

2009 წელს და­ამ­თავ­რა კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ საკ­რა­მენ­ტოს გრა­ნა­ით­ბე­ის დიდი სკო­ლა.

2010 წელს სო­ჭის ვაჟ­თა 10000-იანი ტურ­ნი­რი მო­ი­გო. მერე ორი წე­ლი­წა­დი ტრავ­მე­ბის გამო ფაქ­ტობ­რი­ვად არ­სად უას­პა­რე­ზია.

2012 წელს ექ­ვსი ტურ­ნი­რი მო­ი­გო (ყა­ზან­ში, მოს­კოვ­ში, ერე­ვან­ში, თბი­ლის­სა და ორი ან­ტა­ლი­ა­ში), ორ­ჯერ კი ფი­ნალ­ში ითა­მა­შა.

ამ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.

ნი­კო­ლოზ­ს და-ძმა – თენგო და ნატალია ბასილაშვილები ჰყავს. თენგო პროფესიით სტომატოლოგია და ნიკოლოზზე უმცროსია, ფიზიკურად ცნობილ ჩოგბურთელს ძალიან ჰგავს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უმცროს ძმასთან ერთად

თენგო ბასილაშვილი დაოჯახებულია და პატარა გოგონა ჰყავს. ნიკოლოზ ბასილაშვილს ინტერვიუები არ უყვარს და პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს.

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა ...

მისი ოჯახის წევრებიც იშვიათად სწყალობენ ჟურნალისტებს..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები