LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

103
unnamed (1)

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ცნობილ ჩოგბურთელს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. მას არასწრულწლოვანის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან.

პროცესის შემდეგ ჩოგბურთელის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებდა და არც გირაოს ოდენობა დაასახელა.

„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“,- განაცხადა ჭკადუა.

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)

წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იდებ და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.

ცნობისთვის, პროკურატურა ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ჩოგბურთელს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე დაუწესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები