LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში გავიდა

63
basilasvilinikolozi

კალიფორნიაში, ინდიან-უელსის მასტერსზე ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცი იყო.

შეხვედრის პირველი სეტი ქულა ქულაში წარიმართა. ტეილორ ფრიცმა სამჯერ ვერ შეძლო სეტ-პოინტის გამოყენება და სეტის ბედის ტაი ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ბასილაშვილმა თავის ორი მიწოდება დათმო, ფრიცმა კი სამი.

მეორე სეტში 3:2-ზე ბასილაშვილმა ფრიცის დაბრეიკება შეძლო, თავისი გეიმიც მოიგო და 5:2 დაწინაურდა. ამერიკელმა გაიბრძოლა და ანგარიში შეამცირა, მაგრამ თავის გეიმზე ნიკამ მატჩს მეოთხე სეტ პოინტზე წერტილი დასვა – 7:6(7:5), 6:3.

კამერონ ნორის და გრიგორი დიმიტროვის შეხვედრაში გამარჯვება ბრიტანელმა ჩოგბურთელმა მოიპოვა – 6:2, 6:4

ინდიან-უელსის ფინალში გასვლამ ნიკოლოზ ბასილაშვილს 600 სარეიტინგო ქულა და 640 000 დოლარი შესძინა. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში მოპოვებული სარეიტინგო ქულები 1000-მდე, საპრიზი თანხა კი 1209730 დოლარამდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები